

ხარაგაულში კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთი ზარანში მცხოვრები 80 წლამდე ასაკის მამაკაცია.
მას კორონავირუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა. მამაკაცი სახლში მკურნალობდა.
მეორე გარდაცვლილი ნებოძირში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის ქალია. კორონავირუსი მასაც ოქტომბერში დაუდასტურდა. ქალი საავადმყოფოში მკურნალობდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქალი სახლში გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსით ოქტომბერში 9 ადამიანი გარდაიცვალა.
ხარაგაულში კორონავირუსით ამ დრომდე 30 ადამიანია გარდაცვლილი.
ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება, ბოლო 4 დღეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.