

„ევროპის სპორტული კვირეულის“ ფარგლებში, დღეს, 8 ოქტომბერს ხარაგაულში მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში ჩატარდა.
მასში გიმნაზიის, ლეღვნის, ვახანის, ბორის, ხარაგაულის#2 და #3 სკოლების ვაჟ მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს გიმნაზიისა და ხარაგაულის #2 სკოლების გუნდები შეხვდნენ.
დაძაბულ დაპირისპირებაში #2 სკოლის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.
დასახელდნენ საუკეთესო მოთამაშეები – #2 სკოლიდან – თემურ გოლუბიანი, გიმნაზიიდან – საბა ბერაძე. გამარჯვებულ გუნდს სიგელი და თასი გადაეცა.
ტურნირი ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივით ჩატარდა. „ევროპის სპორტული კვირეულის“ ფარგლებში ხარაგაულში უკვე გაიმართა ნარდის ჩემპიონატი და კიდევ სამი სპორტული ღონისძიება იგეგმება.
სპორტული ღონისძიების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ლინკზე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ