

ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ბოლო დღეებია, მძიმდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 7 ინფიცირებული დაბა ხარაგაულის მცხოვრებია, 3 გრიგალათში ცხოვრობს, 2-2 ინფიცირებულია წყალაფორეთსა და გედსამანიაში, თითო-თითო – მაქათუბანში, ჩრდილში, ვარძიაში, ნებოძირსა და მარელისში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე 1 379 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1 250 პირი გამოჯანმრთელდა, 23- გარდაიცვალა.
106 ინფიცირებულიდან 19 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაში 86 მოქალაქეა.
გუშინ ხარაგაულია და ბორითის კლინიკების ექიმებს გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ამ დრომდე უარყოფითია ხარაგაულში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირების პასუხები. მათი ტესტირება 30 სექტემბრიდან მიმდინარეობს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.