
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულის მერის თანამდებობაზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრიდა.
წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ხმები მათ შორის ასე განაწილდა:
#5 დავით მაღლაფერიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 3 159 ხმა (26,91%);
#8 ლია ფცქიალაძე – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 249 ხმა (2,12%);
#9 მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელო“ – 827 ხმა (7,05%);
#25 ვარლამ თავზარაშვილი – „გახარია – საქართველოსთვის“ – 731 ხმა (6,23%);
#41 კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 6 772 ხმა (57,69%).
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატების საარჩევნო ბიულეტენებიდან, 38-ვე საარჩევნო უბნის შედეგებით, 478 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა. პროპორციული ბიულეტენებიდან ბათილია 402 ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარული ბიულეტენებიდან – ბათილია 389.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სულ 19 315 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან არჩევნებში მონაწილეობა 12 654-მა (65,51%) ამომრჩეველმა მიიღო.
კობა ლურსმანაშვილი და მიხეილ ჭიპაშვილი გასულ წელს, 2020 წლის ხარაგაულის მერის რიგგარეშე არჩევნებშიც მონაწილეობდნენ.
შარშან კობა ლურსმანაშვილმა 7 220 ხმა (53,50%) მიიღო, მიხეილ ჭიპაშვილმა – 791 ხმა (5,86%).
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან არჩევნებში მონაწილეობა 13 495-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მათი საერთო რაოდენობის 69.23%-ია.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის საკრებულოს თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრია
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან