
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო წელი დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში სწავლას სულ 2004 მოსწავლე შეუდგა, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით. მათგან 134 პირველკლასელია.
მიმდინარე სასწავლო წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი – 17 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში ისწავლის. თითო-თითო პირველკლასელია ლეღვანის, სარგვეშის, ლაშის, უბისისა და ბაზალეთის საჯარო სკოლებში.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში ისწავლიან ლაშის სკოლის მოსწავლეები ლაშის თემის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში – განვითარებული მეწყერის გამო. ლაშის საჯარო სკოლაში 20 მოსწავლეა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებში საზეიმოდ აღინიშნა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
მაღალ აკადემიურ შედეგებს, გამოწვევების დაძლევასა და წარმატებებს გისურვებთ.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,