

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში ფულადი ჯილდო კიდევ სამ ხარაგაულელს ერგო.
თინა კამკამიძემ, ემზარი ცხარკბილაშვილმა და რუსუდან თაბაგარმა ას-ასი ლარი მოიგეს.
„ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია, – ამბობს რუსუდან თაბაგარი, – უზომოდ გახარებული ვარ. სანამ წამახალისებელი ლატარია გამოცხადდებოდა, მანამდე ავიცერი მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც.
ყველას მოვუწოდებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, რადგან ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში ავადმყოფობას ადვილად გადაიტანენ და კოვიდით სიკვდილიანობაც შემცირდება“.
ლატარიის გათამაშების პირველ დღეს ხარაგაულელმა გოგი ლაცაბიძემ 500 ლარი მოიგო.
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. გათამაშების ჯამური თანხა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.
მოგებულებს ინფორმაციის მოძიება პირადი ნომრით გათამაშების ვებსაიტზე https://stopcov.lotto.ge/#/ შეუძლიათ.
სია ყოველდღე 12:00 საათისთვის ქვეყნდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.