

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს.
მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის #2148 განკარგულებით ხარაგაულში 2021-2023 წლებში ექვსი სოფლის – ღარიხევის, ქროლის, წიფის, ღუდუმექეთის, ლაშის იგორეთისა და კიცხის იგორეთის გაზიფიცირება იგეგმება.
კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, რომ უფრო მეტი სოფელი გაზიფიცირდეს და რა შედეგით დასრულდა მისი მცდელობა, – ამ შეკითხვით კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„რეგულარულად ვუკავშირდები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ვიმედოვნებ, რომ 2021-2023 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეტი სოფელი გაზიფიცირდება“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან ამ დრომდე გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ახალსოფელი, თეთრაწყარო.
კიცხში, ფარცხნალში, ლაშესა და ვარძიაში მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი გაიყვანეს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან