

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ.
ამის შესახებ, დღეს, 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
15 მარტიდან ასევე დასაშვებია:
-თეატრების, სპორტული კლუბების, პროფესიული ანსამბლების რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლება;
-უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაწყება;
-სასკოლო წრეების ფუნქციონირება.
სპორტულ და თეატრალურ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება პირველი აპრილიდანაა შესაძლებელი.
შეზღუდვების შემსუბუქების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან