

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი რამდენიმე სკოლა მზადაა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს.
მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც მასწავლებლებს მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ სჭირდებათ და ადგილზეც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალურია, სწავლა, შესაძლოა, 18 იანვრიდან საკლასო ოთახებში დაიწყოს.
„ამ საღამოს 17:00 საათზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძესთან რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ონლაინ ჩართვა გვაქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას, მასთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან გადავიდნენ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე სასწავლო პროცესის დისტანციურად გაგრძელებას გვირჩევს.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან