18 იანვრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს.
მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ოთხჯერ შემცირდა.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ხარაგაულში სტაბილურია. ინფიცირების პირველი დაფიქსირებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 452 შემთხვევა. მათგან 370 გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია – 8. აქტიური შემთხვევებიდან სტაციონარში მკურნალობს 18, ხოლო სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით – 56 კოვიდინფიცირებული. იზოლაციაშია 63 პირი.
შმაგი ხიჯაკაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ შეასრულონ დადგენილი რეკომენდაციები – გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
„ბოლო პერიოდში ხშირად მიკავშირდებიან მადლიერი პაციენტები, რომლებმაც კოვიდინფექცია ხარაგაულის საავადმყოფოში დაამარცხეს. მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის კოვიდკლინიკის მედპერსონალს პაციენტებისადმი ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ეს ნადვილად დასაფასებელია,“ – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უკვე დაიწყეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით – იქმნება ექიმებითა და ექთნებით დაკომპლექტებული სტრატეგიული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციას განახორციელებენ.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდან შემოვა. აცრები ჩატარდება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში და ამ პროცესს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი გაუწევს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი