

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ თანამდებობა დატოვა.
მის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მაია ალავიძე ასრულებს. ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საქმიანობას თბილისში, ერთ-ერთ კერძო საფინანსო კომპანიაში აგრძელებს.
ხარაგაულის ახალარჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, კანონის თანახმად, თავისი უფლებამოსილების ვადით მოადგილეებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ნიშნავს.
მერის პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ის კიდევ ორი მოადგილის დანიშვნას აპირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 ტერიტორიული ერთეულია. მერმა 17 ტერიტორიულ ერთეულში წარმომადგენლებად ისევ ის პირები დანიშნა, ვინც ამავე პოზიციებზე ამ დრომდეც მუშაობდნენ. ვაკანტურია ფარცხნალში, კიცხსა და სარგვეშში მერის წარმომადგენლთა თანამდებობები.
„კონსულტაციის რეჟიმში ვიმყოფები. შესაძლოა, ამ სამ თემში საკადრო ცვლილებებიც მოხდეს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ. ამ საკითხის სასწრაფო წესით გადაწყვეტა სავალდებულო არ არის. მინდა, საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, არსებულ ვითარებასთან მიზანშეწონილი იქნება. გარკვეული შენიშვნები, ალბათ, გაგვაჩნდა ამ ადამიანების მიმართ და ამიტომ არის, რომ მიმდინარეობს მათი პოტენციალის შესწავლა, რათა ხალხის სამსახურში რაც შეიძლება უკეთესი კადრები მივიღოთ“.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებად დაინიშნენ:
ნინო კაპანაძე
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,