

22 სექტემბრის დილით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურ მოლითთან ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიის კუთვნილმა ტრაქტორმა მაღალი ძაბვის ბოძი მოტეხა.
აღნიშნულმა შემთხვევამ რკინიგზის მუშაობის პარალიზება გამოიწვია.
იმის გასარკვევად, თუ რა დროში განახლდება სარკინიგზო მოძრაობა, დავუკავშირდით „საქართველოს რკინიგზას“, საიდანაც გვიპასუხეს:
– რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს „საქართველოს რკინიგზას“ კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23-ე ბიურომ, ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა.
ამ დროისათვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მოძრაობა დაახლოებით 13:00 საათისთვის განახლდება.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან