

კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ სამი წლის წინ თამაზ სანებლიძის ლექსზე – „უფლის ნაკრძალს – ხარაგაულს“ – სიმღერა შექმნა და ხარაგაულელებს გვაჩუქა.
-სიმღერის პრემიერა დაგვიგვიანდა, – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი, – სიმღერის დამუშავება 2020 წლის თებერვალში კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსმბლმა საესტრადო სიმღერების პედაგოგ მადონა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო.
როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის განახლებაზე ნებას დაგვრთავს, პირველ რიგში ამ სიმღერის რეპეტიციებს დავიწყებთ. შემოდგომაზე სიმღერის პრემიერა აუცილებლად შედგება.
სიმღერის ჩაწერას 500-600 დოლარი დასჭირდება. ამის ფინანსები კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. თუ სად შესრულდება სიმღერა პირველად, ამას კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძესთან შევათანხმებთ.
ფოტოზე: კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე ხარაგაულში, 2017 წ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან