

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საბავშვო ბაღებს ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ აშენებს.
ამხანაგობის დირექტორის, რუბენ ჩინჩალაძის, ინფორმაციით, ამჟამად ვერტყვიჭალასა და ქვედა საზანოში ბაღების გადახურვა მიმდინარეობს. საღანძილეში გადახურვა უკვე დასრულებულია. ახლა მოპირკეთების, შელესვა-შეღებვის სამუშაოები დაიწყება.
რუბენ ჩინჩალაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობა ნოემბერში დასრულდება.
სამივე საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება.
ფოტოზე: ვერტყვიჭალის მშენებარე საბავშვო ბაღი
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან