

პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტართა რაოდენობა 75-დან 30-მდე შემცირდება.
ამის გამო იცვლება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები. ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ამომრჩევლები ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ავირჩევთ. სულ იმერეთიდან ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა.
დეტალურ ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ გაეცანით აქ.
აპირებს თუ არა მომავალ პარლამენტში ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მაჟორიტარობას, – ჩვენს ამ შეკითხვაზე, საჩხერის დღევანდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, პასუხისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ საკუთარ პოზიციას პარლამენტისგან საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემდეგ გაგვაცნობს.
რას ფიქრობენ ბაღდათი-ხარაგაულისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და სულხან მახათაძე, ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შეიტყოთ შემდეგი ნიუსებიდან:
აპირებს თუ არა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას
აპირებს თუ არა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი განმეორებით კენჭისყრას
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა