

ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა დაფესვიანების, დაკალმებისა და თესვის პერიოდი მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტებს საქართველოს წითელი ნუსხის, ტყისშემქნელი და ურბანული სახეობები სასათბურე პირობებში გამოყავთ. ამ ეტაპზე ითესება ჭალის მუხა, სამხრეთის აკაკი, პანტა და ფიჭვი. გამრავლების სეზონი პირველ ყინვებამდე მიმდინარეობს.
ველური ბუნების სააგენტო მცენარეთა თესლის დასამუშავებელი დანადგარებიითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით ხდება თესლების დახარისხება და თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესლის ვარგისიანობის დადგენის შემდგომ სათესლე მასალის სტრათიფიცირება და შემდგომში თესვა ხდება.
ველური ბუნების სააგენტოში წელიწადში 900 000 ძირი ნებისმიერი ხე-მცენარის ჩითილის წარმოება ხდება. მცენარეთა თესვის სეზონი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება.
ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოგვაწოდეს.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა