

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ასაშენებლად 1 100 კვმ მიწის ფართობი გადასცა.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულში სპორტული დარბაზის მიმდებარედ უნდა აშენდეს. იმ ტერიტორიაზე ძველი საკანალიზაციო სალექარების დემონტაჟისა და ახალი სალექარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ ბიუჯეტიდან 20 710 ლარი გამოუყო.
საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის ფილიალები განთავსდება. მოქალაქეების აქვე შეძლებენ საბანკო და ინტერნეტმომსახურების მიღებას. ხარაგაულში ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრები ხევში, ღორეშასა და კიცხში ფუნქციონირებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.