

ხევის საბავშვო ბაღი და საზოგადოებრივი ცენტრი ავტობანის მშენებლობის არეალშია.
იმის გამო, რომ ბაღისა და სოფლის სახლისთვის ახალი შენობების ასაგებად ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესაბამის მიწას არ ფლობდა, 2 150 კვმ მიწის ფართობი 30 ათას ლარად კერძო პირისგან შეიძინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ეს ორი შენობა სოფლის ცენტრში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. საზოგადოებრივი ცენტრის შენობისთვის საჭირო მიწის ფართობი, მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს უკვე გადასცეს. საბავშვო ბაღის ასაშენებელი მიწა კი მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში დაირეგისტრირა.
ფოტოებზე: ხევის იუსტიციის სახლი და საბავშვო ბაღი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,