

იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2015-2016 წელთან შედარებით, 2017-2019 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები უფრო მეტად გამოიყენეს, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული ვითარება გასაუმჯობესებელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში ხელს უშლის როგორც არსებული კანონმდებლობა, ასევე, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირება ჩართულობის მექანიზმებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები.
ორგანიზაციამ იმერეთის მუნიციპალიტეტებზე მსგავსი კვლევა 2017 წლის აპრილში გამოაქვეყნა, სადაც 2016-2017 წლების პრაქტიკაა შესწავლილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგვიდგენს 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით არსებული ვითარების მიმოხილვას.

ფოტოებზე: დასახლების საერთო კრებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში, 2017 წ.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა