

ღორეშა-ბაზალეთის გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი შედგა.
ტენდერში მონაწილე შპს „მამისონმა“ (გენერალური დირექტორი ირაკლი ჭკადუა) გზის რეაბილიტაცია 9 352 606 ლარად ივალდებულა.
მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი ამ გზის მშენებლობისთვის 9 403 676 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს. დაგეგმილია 10 570 მ გზის მობეტონება, მდინარე ყარნებაზე ახალი ხიდის აგება. მოეწყობა ლითონის წყალმრიდი მილები მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებში, გაბიონის საყრდენი კედლები.
ამ გზის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
ფოტოზე: ხიდი მდინარე ყარნებაზე
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი