

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში საბა ებანოიძის გუნდმა გაიმარჯვა.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, გიგა ხიჯაკაძის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს რამდენიმე აქტივობა დაგეგმეს. ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მათ მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები მოიწვიეს. კონკურსში ხარაგაულელი ახალგაზრდების ოთხი გუნდი ჩაერთო.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულის #2 სკოლის სპორტულ მოედანზე.
21:00 საათზე ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ელექტრონული მუსიკის კონცერტი დაიწყება.
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.
დღეს ბავშვთა დაცვის დღე ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტითა და მოწვეულ ანიმატორთა წარმოდგენით აღინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა