

რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ოთხი ამბულატორიის რემონტისთვის 104 ათასი ლარი გამოეყო.
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, საექიმო ამბულატორიები ხიდარში, წყალაფორეთში, ვახანსა და ფარცხნალში გარემონტდება. მისივე თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ამბულატორიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში წარადგინეს. ამ ორი უწყების ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით კი ოთხი ამბულატორია შეირჩა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს თანხა თითოეულ ამბულატორიაზე თანაბრად გაანაწილა (26-26 ათასი ლარი).
თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ი/მ „ავთანდილ მესხი“ მერიას ივნისში ჩააბარებს.
ვახანში, ფარცხნალსა და ხიდარში ამბულატორიები ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული. წყალაფორეთში საექიმო ამბულატორია 2006 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა. ამბულატორიები კაპიტალურად გარემონტდება, წყალმომარაგება აღუდგება და სახანძრო უსაფრთხოების ჰიდრატები დაყენდება.
ფოტოზე: წყალაფორეთის ამბულატორიის ერთ-ერთი ოთახი
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.