

უხვი ნალექის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში შესასვლელი გზა და სარკინიგზო ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
დატბორილი გზის ვიდეო სოციალურ ქსელში ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა გამოაქვეყნა.
„ისე, რა გახდა გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის დაგება? ბაზალეთში შემოსასვლელ საავტომობილო ხიდზე როგორც კი გადმოუხვევ, გზაზე ისეთი „ტრამპლინებია“, თუ დაბალი მანქანით ხარ, უფალს უნდა ეხვეწო, არ დაგეშალოს“, – ასევე სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი ბაზალეთელი.
„ამ დროისათვის გზა გაწმენდილია. უახლოესი მომავლისათვის, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, კაპიტალური სამუშაოები უნდა დაიგეგმოს“, – ამბობს ბაზალეთის დეპუტატი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.