

ხარაგაულში, #48. 24 ვანის საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ამ უბანზე 308 კონვერტი და 300 ბიულეტენია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომან ტაბატაძის ინფორმაციით, უბანზე 308 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მისი განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საჩივარი იმის გამო დაწერა, რომ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენია. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საჩივარს განსახილველად საოლქო საარჩევნო კომისიას გადმოსცემს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის განმარტებით, საარჩევნო უბნებისთვის გადასაცემ ბიულეტენებს ცესკო განსაზღვრავს. #48.24 ვანის საარჩევნო უბანს იმდენი ბიულეტენი გადაეცა, რამდენიც ცესკო-სგან მითითებულ ბიულეტენების განაწილების სქემაშია მითითებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა