

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის შესწავლა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი – ტრიხოლკუსის გვარის, მწერი საქართველოში გავრცელებული სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცხს აპარაზიტებს.
ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკლვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს.
ლიპარტია აგრეთვე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ქიმიური წამლობა რჩება ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საშუალებად.
მ
ედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონი:
ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა