

აზიური ფაროსანა გავრცელების შემთხვევები აღმოსავლეთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთშიც დაფიქსირდა, ძირითადად ტყეებში და მიმდებარე ფართობებზე, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ და განმარტავენ, რომ ეს მავნებლის ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო.
სეს-ის უფროსის მოადგილის თქმით, მართალია ბაღლინჯოს გავრცელების არეალი მცირედით გაფართოვდა და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა ამ რეგიონში ეკონომიკური ზიანი არ შეინიშნება.
ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ფერომონების დახმარებით მონიტორინგი კიდევ ერთხელ განხორციელდება და შედეგების მიხედვით ქიმიური წამლობა დაიგეგმება, შესაძლებელია კახეთშიც.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,
დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების