

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი ევროპაში, მთელს მსოფლიოში, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, – ის იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ იქნება პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს ხიდი, საქართველოს და ევროპას შორის.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის. ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში