

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი, – განაცხადა ნინო წილოსანმა აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, – ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, შანტაჟი და შიში, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით, გვტკიოდა უნდა დასრულდეს.
ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი!
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.