

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ითელება აფხაზური იდენტობა და აფხაზური ენა, რომელსაც დაცვა სჭირდება.
„კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა. დღეს ითელება აფხაზური იდენტობა და აფხაზური ენა და ჩვენ გარდა მათ სხვა ვერავინ დაიცავს, ეს არის ჩვენი მოვალეობა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაქრეს ქართული ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალში და სხვაგან, ამისთვის არსებობს ახალი ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.