

დღეს დილით პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე ხარაგაულში წარწერა КГБ გაჩნდა.
ეს ფოტოები სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წევრმა ქეთევან ზუმბაძემ გაავრცელა.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, პატარა ხარაგაულში გაკრულ გრიგოლ ვაშაძის ყველა პლაკატზე არის წარწერა КГБ.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, ის ამჟამად ქუთაისში გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება და ხარაგაულში დაბრუნებისთანავე პლაკატების დაზიანების ფაქტს პოლიციას შეატყობინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა