

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.
„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება ,,ქართულ ოცნებასთნ”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ ევროპული საქართველო ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში