

„მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, მუცოზე აღდგენითი სამუშაობი მიმდინარეობს. „აღდგენითი სამუშაოები დაწყებული არის მუცოზე. აქ უნდა აღვნიშნო, რომ მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული. ადამიანი შეიძლება პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გააკრიტიკო, მაგრამ უმადურობა და არ აღიარება არ არის საკადრისი საქართველოს საზოგადოების. ასეთი აღდგენა, როგორიც არის მუცოს და რომელიც მალე დასრულდება არის ძალიან დიდი საქმე სწორედ მთისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.