

ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, როგორ უნდა განვეწყოთ ერთმანეთისადმი, თუ გვსურს ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას.
გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერად არ ვკლათ.
მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მის სათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში