

„არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, – ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს.
„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი.
არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიდოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ მე მზად ვარ, ამის შესახებ არა მხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან ნამდვილად შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი.
ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში