

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსში რეგისტრაცია დღეს, 6 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის ინფორმაციით, კონკურსში 260 პირი მონაწილეობს.
ხარაგაულის 37 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიამ 260-დან 222 კონკურსანტი 8-დან 12 სექტემბრამდე უნდა შეარჩიოს.
გია ცისკაძის ინფორმაციით, საუბნო კომისიების წევრთა გამოსავლენად საოლქო საარჩევნო კომისიას სხდომის თარიღი ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ავირჩევთ.
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი