

ხარაგაულში, ანზორ კიკნაძის ქუჩაზე, მესამე დღეა, გზის 12 მეტრიანი მონაკვეთი ჩაწყვეტილია.
ანზორ კიკნაძის ქუჩაზე 25 ოჯახი ცხოვრობს. პრობლემაა ავტომანქანით გადაადგილება. დაზიანებულ მონაკვეთზე გავლა განსაკუთრებით საშიშია ღამის საათებში, რადგან ქუჩაზე გარე განათებაც დაზიანებულია.
ქუჩაზე თითქმის ერთი თვეა, სანიაღვრე არხებს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ასუფთავებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაქარ ბარბაქაძე განმარტავს, რომ ანზორ კიკნაძის ქუჩაზე ბზარი ადრეც შეინიშნებოდა. გზას საყრდენი კედელი არ ჰქონდა. სანიაღვრე არხში დაგროვილი ტალახისა და შლამის გამოტანის შემდეგ გზა ჩაწყდა.
ბაქარ ბარბაქაძის ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვა უკვე შედგენილია და გამოამინდების შემდეგ გზას, სავარაუდოდ, ამ კვირაში აღადგენენ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.