

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდში 40 გრადუსს აღწევს, რა დროსაც ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა მაქსიმალურ მავნეობაზე გადადის.
ბაღლინჯო მნიშვნელოვან საფრთხეს აჭარის რეგიონისთვის წარმოადგენს. მის წინააღმდეგ წამლობის დროს მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გათვალისწინებაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წამლობა ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეიობს.
ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.
სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა