

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური პრეპარატი მავნებელთან ერთად ზიანს ფუტკარსაც აყენებს.
აჭარელი მეფუტკრე ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისი ოჯახის ტრადიცია. მან კარგად იცის, რომ არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ფუტკარზე და საჭიროა მისი დაცვა.
სწორედ ამიტომ წამლობამდე მეფუტკრე ფერმერის გაფრთხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ქიმიური წამლობისას და შემდეგ საჭიროა ფერმერებმა შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი