

ჩვეულებრივი თხილის პლანტაციებისგან განსხვავებით, სადაც ქიმიური პესტიციდების გამოყენება ნებადართულია, სხვა მიდგომაა ბიომეურნეობებში, როგორც ლაშა ჭანტურია ამბობს, მოსავლის ხარისხის გასაზრდელად და აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცდები ორ უცხოურ და ერთ ქართულ პრეპარატზე მიმდინარეობს.
ჭანტურია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ წამლობას. თუმცა აქვე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილნარი, ძირითადად, რთულად მისადგომ რელიეფზეა გაშენებული. ასეთ შემთხვევებში თხილის მწარმოებელი ბიომეურნეები მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და მოკალი“ სისტემებით აპირბენ.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კოორდინატორის თქმით, 2017 წელი თხილის მწარმოებლებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო რთული იყო. სპეციალისტი წლევანდელ წელს ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ბევრ სერვისზე
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო