

საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლებაშევამციროთ მისგან მომდინარე ზიანი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიისრეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ.
მოსახლეობას დეტალურად განემარტა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ – საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ.
აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში: ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა