

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე, წალენჯიხაში ფერმერებისთვის და აგრონომებისთვის სწავლება იტალიელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.
ღონისძიებაში მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციები წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ გაუზიარეს. იტალიაში სწორედ ისინი ახორციელებენ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას.
სპეციალისტების თქმით, ბაღლინჯოს პოპულაციის შესამცირებლად და შესაბამისი სამუშაოების დასაგეგმად აუცილებელია მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება, რადგან შედეგები ასახავს რეალურ სურათს.
სწავლების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს.
წალენჯიხელ ფერმერებთან სასწავლო შეხვედრა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა