
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში მდებარე ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 2018 წლის 3 იანვარს გამოსცა.
ჩხერის ციხესთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოში კულტურული თვალსაზრისით ღირებულ კიდევ 18 ობიექტს მიენიჭა.
ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო ობიექტის მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ ღორეშის, ნუნისის, ლაშის, ვანისა და ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უბისის, ამაშუკეთის, ბორითის, მაქათუბნის, საქასრიის წმინდა გიორგის, მიროწმინდის წმიდა ნიკოლოზისა და ხორითში ღვთაების სახელობის ეკლესიებს.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან