

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტი საბავშვო ბაღი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ღორეშაში, წიფასა და ნადაბურში საბავშვო ბაღები 2017 წელს გაიხსნა, ხოლო ხევის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფი დაემატა. გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს ა/ო „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით, მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე თითოეულმა საბავშვო ბაღმა საახალწლოდ შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინა.
გაერთიანების დირექციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილი წარმომადგენლობითი ხარჯიდან ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღისთვის წიგნები შეიძინა.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,