

ამ თანამდებობაზე 20 დეკემბრიდან დროებით მოვალეობის შემსრულებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თინათინ ბოჭორიშვილი დაინიშნა.
რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა ვაკანტური 20 ნოემბრიდან გახდა – მას შემდეგ, რაც რესურსცენტრის ყოფილი უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
თინათინ ბოჭორიშვილი, ოთხწელიწადნახევარია, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, დროებით მოვალეობის შემსრულებელი განათლების მინისტრმა რა ვადით დანიშნა. ამ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება. ჩაერთვება თუ არა თავად კონკურსში, თინათინ ბოჭორიშვილს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა