

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქციის შექმნას იურიდიულ საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა.
ფრაქცია – „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ შექმნის მოთხოვნით კომისიას დეპუტატებმა გივი თავზარაშვილმა, აკაკი ლურსმანაშვილმა და ზურაბ ხაჩიძემ მიმართეს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნა დეპუტატებს – იუზა კელენჯერიძეს, გივი ხიჯაკაძესა და ბესიკ ტალახაძეს სურთ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფრაქციების შესაქმნელად კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მოთხოვნებს შეესაბამება.
საკრებულო 19 დეკემბერს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციების შექმნის საკითხს ცნობად მიიღებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შექმნილია ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. სულ ხარაგაულის საკრებულოში სამი ფრაქცია იქნება.
ფრაქციის თავმჯდომარეთა ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი