

დასაჯონ თუ არა სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენი დეპუტატები – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ საკითხზე იმსჯელეს.
დღეს, პირველ დეკემბერს, საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს; მათ შორის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში შესატანი ცვლილება.
საკრებულოს ბიუროს წევრებმა აპარატის წინადადება არ გაიზიარეს და ხარჯების ანაზღაურების წესში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს აპარატის წინადადებით, საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისთვის 50 ლარი დაუკავდება, ხოლო კომისიის, ფრაქციისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თითოეული გაცდენისთვის, – 30 ლარი.
აპარატის უფროსის, ლენა კალანადაძის განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომების გაცდენის შემთხვევაში დეპუტატს ნაკლები ხარჯი გამოუწეროს, მაგრამ რამდენი – ეს დაზუსტებას საჭიროებს.
დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარჯის დაქვითვა არაკანონიერია.
ხარაგაულის საკრებულოში თანამდებობის არმქონე დეპუტატები ბიუჯეტიდან ხარჯის სახით ყოველ თვეში 397 ლარს იღებენ.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა