

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია.
ამ მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ვის დანიშნავს ბიუროს ხელმძღვანელად, ამის თაობაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი განმარტავს:
-ბიუროს მართვა უშუალოდ მაჟორიტარი დეპუტატის პრეროგატივაა, – გვპასუხობს კობა ლურსმანაშვილი, – ბიუროში დასაქმებულები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებად ითვლებიან და რაიმე განსაკუთრებული სტატუსი არ აქვთ. თუმცა, საბანკო გადარიცხვებისთვის უფლებამოსილება ოთარ ლურსმანაშვილზე მქონდა მინიჭებული. ადმინისტრაციული თუ სხვა თვალსაზრისით ოთარს ბიუროს სახელით გამოსვლა შეეძლო. დროებით მე შევასრულებ ბიუროს ხელმძრვანელის მოვალეობას, რადგან არ ვარ ჩამოყალიბებული კონკრეტულ პიროვნებაზე. ეს საკითხი სავარაუდოდ დეკემბერში გადაწყდება.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი