

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, პირველ დეკემბერს, ბიუროს რიგგარეშე სხდომას გამართავს.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს მიერ მიღებულ რამდენიმე განკარგულებასა და დადგენილებაში ცვლილებებს განიხილავენ, კერძოდ:
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიების შემადგენლობებში განსახორციელებელ ცვლილებებს;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში შესატან ცვლილებებს;
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში შესატან ცვლილებებს.
ბიუროს წევრები ასევე იმსჯელებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის – უაზ 31514 სახელმწიფო ნომერი – LEO 634 – ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ამ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ორშაბათს, 4 დეკემბერს, სხდომაზე განიხილავს.
ბიუროსა და საკრებულოს სხდომები ღია და საჯაროა. სხდომებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი