
27 ნოემბრის გლოვის დღედ გამოცხადების გამო, ხარაგაულში „ეტალონი“ 27 ნოემბრის ნაცვლად, 2 დეკემბერს ჩატარდება.
ღონისძიება ხარაგაულის კინოთეატრში 13:00 საათზე გაიმართება.
გლოვის დღე ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარის შედეგად 11 ადამიანის გარდაცვალების გამო გამოცხადდა.
„ეტალონის“ რაიონულ ტურში ხარაგაულში მოქმედი 25 საჯარო სკოლისა და ერთი სასულიერო გიმნაზიის მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების 75 მოსწავლე ჩაერთვება. ისინი სკოლებში ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
ფინალში მონაწილეობის მისაღებად ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.
რაიონული ტურის ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საგანმანათლებლო რესურსცენტი.
ფოტოზე: „ეტალონის“ რაიონული ტური ხარაგაულში, 2016 წელი
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან