

ამ შეკითხვით წერილობით მივმართეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს. მეოთხე წელია, რაც დღევანდელი ხელისუფლება ხარაგაულის მოსახლეობას #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებას დაჰპირდა და საბავშვო ბაღი დღემდე გაზიფიცირებული არ არის. ზამთარში აღსაზრდელებს დღემდე შეშის ღუმელებით ათბობენ.
„გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობაში გათბობის სისტემის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. უახლოეს მომავალში მოხდება შენობის გაზიფიცირებაც,“ – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერისგან „ჩემი იმერეთის“ რედაქციისათვის 17 ნოემბერს მოწერილ ოფიციალურ წერილში.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების თემით „ჩემი იმერეთის“ რედაქცია ამ საკითხის სრულ მოგვარებამდე დაინტერესდება.

ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი